ვინ ვართ ჩვენ • GEODE.GE

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენთვის ფეხსაცმელი არის განსაკუთრებული აქსესუარი, რომელიც ადამიანს აგრძნობინებს კომფორტულობას, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას.

„გეოდე“ საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ბრენდი და ონლაინ მაღაზიაა. ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა 22 წლის, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის.

ფეხსაცმლის შექმნა არის ხელოვნება,რომელიც მოითხოვს ბევრ დეტალს, დიდ მონდომებასა და ენერგიას.

ინსპირაციას განსაკუთრებით დიდი ადგილი უჭირავს დიზაინერების ცხოვრებაში. “გეოდეს” დიზაინერი ,ზურაბ ტურცელაძე, ინსპირაციას იღებს ხელოვნებიდან და უკავშირებს  გარემოს. ხელოვნებას კი დიდი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში, რომლის მეშვეობითაც ქმნის განსხვავებულ კოლექციებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვქმნით  ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს.

“გეოდეს” ფეხსაცმელის დიზაინი უნიკალური და განსხვავებულია, რომელსაც ჯერ წარმოსახვაში ვაცნობიერებთ და შემდეგ რეალობაში გადმოგვაქვს.

ამოტომაც, მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ინდივიდუალობა და თქვენთვის სასურველი დიზაინით შევქმნით სასურველ მოდელს, წარწერას, ინიციალებს.

ატარეთ “გეოდე” და იყავით ყველასგან გამორჩეული.

შესვლა
რეგისტრაცია

რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ს

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდათ პაროლი? მიუთითეთ თქვენი სახელი, ან ელფოსტა. თქვენ მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს ელფოსტის მისამართზე.

TOP

კალათა 0