კონფიდენციალურობის პოლიტიკა • GEODE.GE

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ნაწილი 1 – როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?

ონლაინ მაღაზია Geode.ge -ზე პროდუქციის შეძენისას, ყიდვა -გაყიდვის პროცესისფარგლებში, ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებულ შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საფოსტო ინდექსი, ფინანსური ინფორმაცია (რაცგ ულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

როდესაც ჩვენს მაღაზიას ათვალიერებთ, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, რათა მივიღოთ ინფორმაცია თქვენი ბრაუზერისა და ოპერაციული სისტემის შესახებ.

ელექტრონული ფოსტის გამოყენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში): თქვენი ნებართვით, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გამოგიგზავნოთ ელ. წერილები ჩვენი ონალინ მაღაზიის, ახალიპროდუქტებისა და სხვასიახლეების შესახებ.

ნაწილი 2 – თანხმობა

როგორ მიიღებთ ჩემს თანხმობას?

როდესაც მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ტრანზაქციის დასასრულებლად, დაადასტურებთ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემებს, განათავსებთ შეკვეთას, მიუთითებთ სასურველ მისამართს ან დააბრუნებთ შეკვეთას, ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ თანხმდებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, გაზიარების საკითხებზე, ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული სერვისების განსახორციელებლად.

როგორ გავაუქმო თანხმობა?

თუ თქვენ შეიცვალეთ აზრი და აღარ გსურთ ჩვენი მხრიდან მოხდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თანხმობაზე. დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთ აღნიშნულის შესახებ შემდეგ ელ. მისამართზე: geodeshoes@gmail.com

ნაწილი 3 – ინფორმაციის გაცემა

ჩვენ არ ვაზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას სხვასთან. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა, ან თუ დაარღვევთ ჩვენი მომსახურების პირობებს.

ნაწილი 4 – „მზაჩანაწერები“ (Cookies)

„Cookies“ წარმოადგენს მცირე ზომის ფაილებს, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდინტიფიცირებელი. „cookies“ იგზავნება თქვენს ბრაუზერზე ვებ-გვერდიდან, რომელსაც სტუმრობთ და თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ინახება.

თქვენ გაქვთ საშუალება,დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ “cookies” პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმებით, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთაღნიშნულ ქმედებაზე.

ნაწილი 5 – მესამე მხარის მომსახურება

ჩვენ შეგვიძლია, დავიქირაოთ მესამე პირები, კომპანიები თუ ინდივიდები ჩვენი ვებ-გვერდისთვის გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით, მათ შორის, მომსახურების გაუმჯობესება, მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით, მომსახურებასთან დაკავშირებული ქვემომსახურებები და ა.შ.

ჩვენ მიერ დაქირავებულ კომპანიებსა თუ ინდივიდებს, ჩვენ მიმართ აღებული ვალდებულების აღსრულების მიზნით, შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

ნაწილი 6 – უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ყველა საშუალებას ვიყენებთ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, თუმცა მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს სრულიად და გარანტირებულად უსაფრთხო.

ნაწილი 7 – სხვა ვებ–გვერდები

ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა მოიცავდეს სხვა ვებ-გვერდებზე გადასასვლელ ბმულებს. თუ თქვენ გადამისამართდებით სხვა ვებ-გვერდზე, გთხოვთ გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.

ნაწილი 8 – არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა

ჩვენი მომსახურება არ ვრცელდება 18 წლის ასაკს ქვემოთ პირებზე.

ნაწილი 9 – ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

ნაწილი 10 – Wordpress

ჩვენი ონლაინ მაღაზია აგებულია Wordpress-ზე, შესაბამისად თქვენი მონაცემები ინახება Wordpress-ის მონაცემთა ბაზაში, უსაფრთხო სერვერზე.

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ,  დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხებზე.

შესვლა
რეგისტრაცია

რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ს

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდათ პაროლი? მიუთითეთ თქვენი სახელი, ან ელფოსტა. თქვენ მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს ელფოსტის მისამართზე.

TOP

კალათა 0