დაბრუნება-გადაცვლა • GEODE.GE

დაბრუნება-გადაცვლა

კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მოხმარებელს მიეწოდება მაღალი ხარისხიანი პროდუქცია, თუმცა, თქვენ, შესაძლებელია გადაწყვიტოთ მიღებული პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება. 

თუ თქვენ გადაწყვეტთ პროდუქციის დაბრუნებას ან გადაცვლას, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: info@geode.ge, მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი და მიზეზი, რატომ გსურთ აღნიშნული პროდუქციის დაბრუნება / გადაცვლა. პროდუქციის დაბრუნების / გადაცვლის შესახებ მოთხოვნის გამოგზავნა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი. 

პროდუქციის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ხარისხის კონტროლის წარმომადგენლის მიერ მოხდება მისი შემოწმება და ქვემოთ მოცემული პირობებიდან ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება პროდუქციაში გადახდილი თანხის ანაზღაურება 5-7 სამუშაო დღის ვადაში თქვენს მიერ გამოყენებულ საბანკო ბარათზე.

დაბრუნებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  1. პროდუქციაზე შენარჩუნებული უნდა იყოს ბრენდირებული იარლიყების ადგილმდებარეობა და მთლიანობა. 
  2. შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე შეფუთვა, რაშიც პროდუქცია მიღებისას იყო განთავსებული. 
  3. პროდუქციას არ უნდა ჰქონდეს ქსოვილის / ტყავის დაზიანების კვალი. 
  4. პროდუქცია არ უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი. 

აღნიშნული კრიტერიუმებიდან, თუნდაც ერთის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამწუხაროდ მოთხოვნა პროდუქციის უკან დაბრუნება / გადაცვლის შესახებ არ მიიღება.

ასევე, თუ პროდუციის დაზიანება მოხდება, დაბრუნებისას, მომხმარებლის მიერ არასწორად შეფუთვის გამო, აღნიშნული პროდუქციის უკან დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი და პროდუქცია ისევ დაუბრუნდება მომხმარებელს.

ამ ეტაპზე, პროდუქციის დაბრუნების / გადაცვლის შემთხვევაში, პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯის დაფარვა უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ .

პროდუქციის დაბრუნება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე:

  • ევგენია მაისურაძის 105
  • 0152, თბილისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@geode.ge

შესვლა
რეგისტრაცია

რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ს

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდათ პაროლი? მიუთითეთ თქვენი სახელი, ან ელფოსტა. თქვენ მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს ელფოსტის მისამართზე.

TOP

კალათა 0