ბოლოს განახლდა: 08.07.2021
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ–გვერდზე -WWW.GEODE.GE ეს ზოგადი დებულებანი განსაზღვრავს ვებ–გვერდის სარგებლობისა და პირობების წესებს.
“გეოდე” მომხმარებელს წარუდგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მომხმარებელმა ყველა ქვემოთ ხსენებულ წესებსა და პირობებზე თანხმობის შემდეგ. ზოგადი წესები და პირობები ვრცელდება ვებ-გვერდის მოხმარების სარგებლობისას.
სხვა სახის სამართლებრივი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ–გვერდზე არსებულ შემდეგ სექციებს: შეკვეთა და მიწოდება, პროდუქციის დაბრუნების წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომლებიც ამ ზოგადი დებულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. აღნიშნული წესები და პირობები ვრცელდება ნებისმიერი სახის მომხმარებლზე.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით გაეცანით წესებსა და პირობებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ჩვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს, მაშინ არ გაქვთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უფლება. თუ გააგრძელებთ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას, ჩვენთვის ეს იქნება წესებსა და პირობებზე თანხმობის ტოლფასი.
ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, ამიტომ გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები ონლაინ შესყიდვის დროს. შეთანხმების თავში მოცემული იქნება შეთანხმების ბოლო განახლების თარიღი.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე წარმოდგენილი გამოსახულებები, ფოტოები, ვიდეოები, ნახატები, ლოგოები, გრაფიკა, ფერები, დიზაინი და პროგრამული უზრუნველყოფა (მთლიანობაში „შინაარსი“), გეოდეს საკუთრებაა და შიდასაკანონმდებლო თუ საერთაშორისო დონეზე დაცულია საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სამართლით. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარ გამოხატული წერილობითი თანხმობის გარეშე თქვენ არ გაქვთ ზემოთმოცემული ინტელექტუალური საკუთრების გამოქვეყნების, გავრცელების, ასლის გადაღების, გარდაქმნის ან მისი სხვა სახით გამოყენების უფლება.
ნაწილი 1 – ინტერნეტ მაღაზიის პირობები
ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის ან მშობლის/მეურვის თანხმობით/მეთვალყურეობის ქვეშ იყენებთ მოცემულ ვებ-გვერდს. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტები რაიმე უკანონო ან არასანქცირებული ქმედების ჩადენის მიზნით. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე ვებ-გვერდზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას.
ნაწილი 2 – ზოგადი პირობები
ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით, თქვენ ეთანხმებით, რომ არ მოახდენთ მომსახურების ნებისმიერი ნაწილის რეპროდუქციას, დუბლირებას, კოპირებას, გაყიდვას, გადაყიდვას ან ექსპლუატაციას. დაუშვებელია ჩვენი თანხმობის გარეშე ვებ-გვერდის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება.
გეოდე იტოვებს უფლებას, უარი თქვას მომსახურებაზე რაიმე მიზეზით, ნებისმიერ დროს.
ნაწილი 3 – ვებ–გვერდზე რეგისტრაცია
ვებგვერდის სარგებლობისათვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. მომხმარებელს აქვს საშუალება, მოთხოვნილი ინფორმაციის შევსებით მარტივად დარეგისტრირდეს .
ნაწილი 4 – შეკვეთა
იმისათვის, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქცია შეიძინოთ, აუცილებელია თქვენი ზუსტი პირადი მონაცემები. უნდა მოგვაწოდოთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად.
შეკვეთის გაფორმება
მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაფორმება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. შეკვეთის პროცესი შედგება 6 თანმიმდევრული ეტაპისგან. პროდუქციის შერჩევისა და კალათაში მოთავსებული პროდუქციის სიზუსტის შემოწმების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა:
აირჩიოს შერჩეული პროდუქციის მოდელი, ზომა და ა.შ. ვებ-გვერდზე – www.GEODE.ge მიუთითოს პროდუქციის სასურველი რაოდენობა გაიაროს ავტორიზაცია/რეგისტრაცია, მომხმარებლის სახელის, პაროლისა და სხვა მოთხოვნილი ინფორმაციის შეყვანით მიუთითოს ზუსტი მისამართი (სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი) მიუთითოს მიწოდების მეთოდი მიუთითოს გადახდის მეთოდი
შეკვეთის დადასტურება
შეკვეთის გაფორმებისთანავე მომხმარებელს ავტომატურად ეგზავნება შესყიდვის შესახებ მითითებულ ელ. ფოსტაზე (მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი სწორად უნდა იყოს მითითებული მონაცემებში).ამ დოკუმენტში მითითებული იქნება შეძენილი პროდუქციის ნომერი, ფასი და აღწერილობა.
მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს იმ ინფორმაციის სისრულე და შესაბამისობა, რომელსაც იგი აწვდის გეოდე-ს. ეს უკანასკნელი ვერ აგებს პასუხს არასწორად შეყვანილ მონაცემებსა და შედეგებზე.
შეკვეთის შედეგი
ონლაინ რეგისტრაციები დაცული იქნება “გეოდეს” კომპანიის ინფორმაციის სისტემებში ყველა შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით და ჩაითვლება მხარეებს შორის კომუნიკაციების, შეკვეთებისა და გადახდების მტკიცებულებად.
ნაწილი 5 – განვადება
ვის შეუძლია ისარგებლოს ონლაინ განვადებით?
საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს პირს რომელიც ფლობს ID ბარათს, ბიომეტრიულ პასპორტს ან სარგებლობს საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკით აკმაყოფილებს ასაკს – 18 – 65 წელი პირს, რომელიც ადასტურებს შემოსავალს შემოსავლების სამსახურში ან იღებს უცხოეთიდან გზავნილებს საქართველოს ბანკში
ნაწილი 6 – გარანტიები და პროდუქციის საფასური
5.1 geode.ge–ზე შემოთავაზებულია მხოლოდ გეოდეს სასაქონლო ნიშნით მარკირებული პროდუქცია. გეოდე არ ყიდის მეორად, ნაკლიან ან საბაზრო სტანდარტებთან შეუსაბამო, დაბალი ხარისხის პროდუქციას.
5.2 geode.ge –ზე პროდუქციის ძირითადი შემადგენლობა წარმოდგენილია თითოეული პროდუქციის შესაბამის გვერდზე. geode.ge –ზე შემოთავაზებული პროდუქციის ფოტოები შესაძლოა, სრულად არ შეესაბამებოდეს რეალურს, ინტერნეტ ბრაუზერის და მონიტორის ფერების აღქმის მიუხედავად.
5.3 პროდუქციის ფასები ცვლილებას ექვემდებარება, შესაბამისად დროდადრო შესაძლებელია, თითოეულ პროდუქციაზე ახალი ფასი იქნეს დაწესებული, თუმცა ეს არ გულისხმობს იმ შემთხვევებსაც, როცა პროდუქციის ფასის ცვლილება აშკარა ხარვეზის გამო ხდება. შეკვეთის ფორმის ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას, გირჩევთ, შეამოწმოთ პროდუქციის საბოლოო საფასური.
5.4 შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება, როცა მითითებულ ქვეყანაში ტრანსპორტირებას გეოდე ვერ უზრუნველყოფს.
5.5 geode.ge –ზე შეძენილი ყველა პროდუქცია სათანადოდ იფუთება ყუთში საიდენტიფიკაციო ეტიკეტის და ლუქის დართვით. არ შეცვალოთ და არ მოხსნათ ისინი ყუთს, თუ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება გსურთ.
ნაწილი 7 – ფასები
ფასები მითითებულია (ეროვნულ ვალუტაში) ლარში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს. ფასები აგრეთვე მოცემულია აშშ დოლარში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
ფასებში არ არის გათვალისწინებული საკურიერო მომსახურების საფასური, რაც მითითებული იქნება შეკვეთის საბოლოო დადასტურებამდე.
ჩვენი პროდუქციის ფასები შეიცვლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცალოთ ფასი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით , ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევაჩეროთ შეკვეთა, იმ შემთხვევაშიც, თუ შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.
ნაწილი 8 – გადახდა
გადახდის საშუალებები
მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს ონლაინ რეჟიმში შეკვეთისას უცხოური და ქართული საბანკო ბარათებით: VISA/MASTERCARD/AMEX. ასევე შესაძლებელია შეკვეთის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა. მომხმარებელს აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს მის მიერ არჩეული გადახდის მეთოდი შეკვეთის დადასტურების დროს.
გეოდე იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან/და გააუქმოს შეკვეთა იმ შეთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს თანხა გადახდილი საბანკო ბარათზე შექმნილი შეფერხების შემთხვევაში.
ინვოისი
მომხმარებელი ინვოისს მიიღებს შეკვეთის დასრულებისა და დადასტურების შემდეგ, ორიგინალი შენახული იქნება მომხმარებლის ონლაინ ანგარიშზე. გეოდე ინახავს თითოეული ინვოისის ელექტრონულ მაგალითს.
ნაწილი 9 – მიწოდება
გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მიწოდების პოლიტიკას.
ნაწილი 10 – კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ნაწილი 11 – ონლაინ შეძენილი პროდუქციის გადაცვლა
1. პროდუქციის გადასაცვლელად უნდა შეგვატყობინოთ Geode.ge –ზე არსებულ საკონტაქტო ნომერზე ან პირად შეტყობინებაში.
2. პროდუქციის გადაცვლა ხდება ჩვენივე საკურიერო კომპანიით, რომელსაც აღნიშნულ მისამართზე გამოვგზავნით.
3. პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია საიტზე არსებულ ნებისმიერ სხვა მოდელზე. *
4. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი ადგილზე მიღების დღიდან 7 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
5. გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე და არის იდეალურ მდგომარეობაში
6. შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ .(უფასოდ)
7. შეძენილ პროდუქციაზე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გაცვლის ვადა განისაზღვრება პროდუქციის მიღებიდან 14 დღით (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
ნაწილი–12– ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება
1. პროდუქციის დასაბრუნებლად გთხოვთ, შეგვატყობინოთ Geode.ge –ზე არსებულ საკონტაქტო ნომერზე ან პირად შეტყობინებაში.
2. პროდუქციის დაბრუნება ხდება ჩვენივე საკურიერო კომპანიით, რომელსაც აღნიშნულ მისამართზე გამოვაგზავნით.
3. უკან დაბრუნების შემთხვევაში საკურიერო თანხას იხდის მომხმარებელი.
4. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 3 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
5. დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე და არის იდეალურ მდგომარეობაში.
6. უკან დაბრუნების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ 2-დან 5 სამუშაო დღემდე შუალედში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქციას მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.
ნაწილი –13– სხვა ვებ–გვერდები
ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა მოიცავდეს სხვა ვებ-გვერდებზე გადასასვლელ ბმულებს. თუ თქვენ გადამისამართდებით სხვა ვებ-გვერდზე, გთხოვთ გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.
ნაწილი– 14 – სამართლებრივი მხარე
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიერ.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება “გეოდეს” ვებ-გვერდს, პროდუქციას ან მომსახურებას, გაყიდულს ან/და მიწოდებულს ჩვენ მიერ ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად. აღნიშნული არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.
კონტაქტი
www.geode.ge ვებ-გვერდთან დაკავშირებით არსებული ნებსიმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხებზე.