ბაზარზე ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა • GEODE.GE
სიახლეები
კატეგორია:

ბაზარზე ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა

კატეგორია:

„გეოდე“ საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზიაა,  რომელიც პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ფეხსაცმელების  დიზაინი და ბიზნესის იდეა 21 წლის, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორს ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის.

როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს მაღაზია დაახლოებით ორი თვეა რაც ფუნქციონირებს და მომხმარებლის მხრიდან დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. კომპანია “გეოდეს”  წარმომადგენელი თამარ ხაბრელაშვილი  აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე მუშაობენ და მაღაზიის გახსნისგან კორონავირუსის გამო ჯერჯერობით თავს იკავებენ.

 „ვაწარმოებთ  ქალის, მამაკაცის და საბავშვო  ფეხსაცმელს. ამ  ეტაპზე მაღაზიის გახსნას ვერ ვრისკავთ, რადგან  შეიძლება ისევ  ჩაიკეტოს, ან რაღაც  შეფერხებები ჰქონდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ  ონლაინ გაყიდვებით  შემოვიფარგლებით. ორი თვეც არ არის რაც გამოვჩნდით და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, არ ველოდით ნამდვილად.სამომავლოდმაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ, ასევე დაემატება რამდენიმე დიზაინი, ჩვენი  დიზაინები არ კოპირდება და იქმნება ახალი და განსხვავებული დიზაინი“ – აღნიშნავს თამარ ხებრელაშვილი

თამარ ხაბრელაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას  ასევე  აღნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეკერვის დროს გამოიყენება ტყავი და ტილო,  მასალა ამ ეტაპზე თურქეთიდან შემოაქვთ, თუმცა  სამომავლოდ მასალის  იტალიურით  ჩანაცვლება მოხდება.

შესვლა
რეგისტრაცია

რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ს

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდათ პაროლი? მიუთითეთ თქვენი სახელი, ან ელფოსტა. თქვენ მიიღებთ პაროლის აღდგენის ბმულს ელფოსტის მისამართზე.

TOP

კალათა 0